21 სექ 2019
გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონია. სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში ტიტულოვანი თურქი მოჭიდავე დაამარცხა და ამ გამარჯვებით, გარდა ჩემპიონობისა, ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა.
დღესვე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ირაკლი მწითურმა მოუპოვა.