საქართველოს ნაკრები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე

21 სექ 2019

ყაზახეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა იასპარეზეს. 125 კგ.წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გენომ  უკრაინელი ხოციავინსკი 6-2 დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრაში პეტრიაშვილის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი თურქი  ტახა აკგული იქნება. ფინალური ბლოკი დღეს 16:00 საათიდან დაიწყება.

92 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 70 კგ.წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობაშვილი დამამშვიდებელ რაუნდში ბელარუს ანდრეი კარპაჩს შეხვდება.