ინასარიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ 631 ათასი ლარი დაიხარჯება 

21 სექ 2019

ინასარიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, იცვლება  სანიაღვრე სისტემა. 

პროექტით ასევე  გათვალისწინებულია ტროტუარებისა და ბორდიურების მოწესრიგება. მონტაჟდება  გარე განათება. თვითმმართველობის ცნობით,  პროექტის ღირებულება 4 მილიონ 631  ათასი ლარია.