აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "არსიანი" საგასტროლო ტურნეს იწყებს

20 სექ 2019

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "არსიანი" საგასტროლო ტურნეს  იწყებს. ანსამბლი პოლონეთში 23 ქალაქში სოლო კონცერტებს გამართავს. მაყურებლის წინაშე არსიანის წევრები სხვადასხვა პროგრამით წარსდგებიან. დაგეგმილია კონცერტები საქართველოს სხვადახვა რეგიონშიც.