აჭარაში მძღოლები სიჩქარის გადაჭარბებისთვის 21 733 - ჯერ დაჯარიმდნენ

20 სექ 2019

91 დღეში აჭარის ტერიტორიაზე 45 217 ვიდეოჯარიმა დაიწერა. ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დაიწერა ბათუმში - 36 367. 8 818 - ქობულეთში,  32 - ხელვაჩაურში. 

სტატისტიკის თანახმად ყველაზე ხშირად მძღოლებს სიჩქარის გადაჭარაბებისთვის აჯარიმებენ. ამ მუხლით აჭარის ტერიტორიაზე სულ აჭარაში 21 733 ვიდეოჯარიმა დაიწერა და სამინისტრომ 1 168 200 ლარი ამოიღო.

ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა მძღოლებს სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაეწერათ.  სულ 21 733 ვიდეოჯარიმა  და ჯამში ამ მუხლით  სამინისტრომ მოქალაქეებისგან 1 168 200 ლარი ამოღო.

ხშირია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლების მობილური კომუნიკაციით სარგებლობის ფაქტები. ამ მუხლით რეგიონში 5895 ჯარიმა დაიწერა.

ვიდეოჯარიმების სტატისტიკას  შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.