NDI-ის კვლევა

17 სექ 2019

საქართველო არ ვითარდება და ეკონომიკურად უკან მიდის, ასეთია ენდიაის მიერ  გამოკითხულთა თითქმის ნახევრის მოსაზრება.

მათ მიერ დასახელებული პრობლემებიც ეკონომიკური შინაარსისაა: სიღარიბე, დასაქმების  და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა. ოპოზიცია პრობლემების მიზეზად ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას ასახელებს. მმართველი ძალა კი პრობლემების ადრესატად თავს არ მიიჩნევს.