ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

17 სექ 2019

ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან 9 მედლით  დაბრუნდა.
 

სპორტსმენებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებში  6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს  მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.  

გუნდურ შეჯიბრში კი საქართველოს გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებული ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.  სპორტსმენები საქართველოში დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ.