ბსუ-ში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს

16 სექ 2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერისტეტში ახალი სასწავლო  წლის დაწყება იზეიმეს.  ღონისძიება  მუსიკალურად სასწავლებლის ბენდმა გააფორმა.  ეზოში მოეწყო  ფოტო გამოფენაც, რომელზეც  ასახულია უნივერსიტეტის  სიახლეები და მიღწევები.
 

2019-2020 სასწავლო წელს ბათუმის უნივერისტეტში 1 273 პირველკურსელი ჩაირიცხა, მათგან სასწავლო გრანტი 100-მდე სტუდენტმა მიიღო.

უნივერსიტეტის 7  ფაკულტეტზე 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 650 უცხოელია.  პირველკურსელებს ახალი სასწავლო წელი აჭარის მთავრობის წევრებმა და უნივერსიტეტის რექტორმა მიულოცეს.