განახლებული სატელევიზიო სეზონი

15 სექ 2019

ხვალიდან ახალ სეზონს იწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.  ჩვენი მაყურებელი  ახალ ამბებს ხვალ დილის 10 საათიდან ნახავს. უკვე ტრადიციულ საინფორმაციო გამოშვებებს კიდევ ორი დაემატება, 2  და 5 საათზე.

იცვლება  საღამოს “მთავარის“ დროც. დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ერთი საათით ადრე გავა ეთერში და  თეონა ბაკურიძე ყველა სიახლეს საღამოს 8 საათზე შეაჯამებს.

 მთავარ მოვლენებზე  შაბათ-კვირას კვლავ საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების და “კვირის მთავარის” ჟურნალისტები მოგიყვებიან. დილას ერთი საათით ადრე იწყებს რადიოვიზიის გუნდიც.  ბევრი სიახლეა შემოქმედებით გადაცემებში.  ხვალიდან ბადეში ჩაეშვება იტალიური სერიალი.