ბათუმში ''მილანის“ საფეხბურთო ბანაკი დასრულდა

15 სექ 2019

ბათუმში საფეხბურთო კლუბ მილანის საფეხბურთო ბანაკი დასრულდა. თამაშის ახალ მეთოდებს ბათუმელ ბავშვებს იტალიელი მწვრთნელები ასწავლიდნენ. პროექტში 7-დან 15 წლამდე 50 ბავშვი მონაწილეობდა. 

მათ სერთიფიკატები გადაეცათ. საფეხბურთო კლუბ მილანსა და ბათუმის „დინამოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც საფეხბურთო ბანაკები მომავალშიც გაიხსნება.