ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა

15 სექ 2019

ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას ფერმერები გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, მათ საშუალება აქვთ  ციტრუსი საშემოდგომო  ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ია.

სადაზღვევო პოლისი ფარავს სადაზღვევო რისკებს: სეტყვის, წყალდიდობის ქარიშხალის, საშემოდგომო ყინვის შემთხვევაში. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე  წლის ივლისის  მონაცემებით,  გაცემულია 13 ათასზე მეტი  სადაზღვევო პოლისი.