დაკავება ნარკოდანაშაულისთვის

15 სექ 2019

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში 1 პირი დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა მოქალაქე ხურვალეთის ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.