განახლებასა და ბეღლეთში სწავლა ალტერნატიულ შენობებში განახლდება

14 სექ 2019

ხულოს მუნიციპალიტეტში განახლებასა და ბეღლეთში სასწავლო წელი ალტერნატიულ შენობებში განახლდება. ორივე საჯარო სკოლაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში სასწავლო პროცესის  დაწყებისთვის ალტერნატიული  შენობები   შერჩეული და შესაბამისად აღჭურვილია.