კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

13 სექ 2019

დღეიდან, 30 სექტემბრის ჩათვლით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. საორგანიზაციო კომისია,  რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს.

განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.