ჩორჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერგნეთში დღეს ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

13 სექ 2019

ჩორჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერგნეთში დღეს ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. სავარაუდოდ, საუბარი შეეხება სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს მშენებლობას.

სწორედ ეს იყო 6 სექტემბერს გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

მხარეები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც იმსჯელებენ.