აჭარის მთავრობა პაბედას ყიდის 

13 სექ 2019

აჭარის მთავრობამ აუქციონზე საბჭოთა კავშირის დროს, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი -  პაბედა გამოიტანა. 1953 წელს გამოშვებული შავი „GAZ M20 POBEDA” საწყისი ღირებულება 4500 ლარია, თითო ბიჯი კი 150 იქნება.  

ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - BB 194 BT აღწერილობის მიხედვით, ცუდ მდგომარეობაშია.  რაღაც ნაწილები დაჟანგული აქვს, დაზიანებულია ძრავიც და დაშვებული აქვს საბურავები.  სახარბიელო მდგომარეობაში, არც ტყავის სალონია.

თუ აუქციონით დაინტერესდით, დეტალების დასაზუსტებლად გადადით ბმულზე