ტოჩინოშინის მეორე მოგება აკი ბაშოზე

12 სექ 2019

აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა ტომოკაძე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ეს გამარჯვება ტოჩინოშინისთვის ბაშოზე მეორე გამოდგა და მისი ბალანსი 2-3-ზეა.

ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ტამავაში იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 18:10-ზე აქვს.გაგამარუმ კი ჩიონორუმი დაამარცხა და მისი ბალანსი 3:2 ზე გახდა.