მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი და მიმინო გაუშვეს

12 სექ 2019

გუშინ, 11 სექტემბერს მაჭახელას ეროვნულ პარკს ორი ახალი ბინადარი შეემატა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონის სამმართველოს თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორიაზე შველი და მიმინო გაუშვეს.