ბათუმი, 12 სექტემბერი - აჭარაში მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება

12 სექ 2019

დღეს და ხვალ ბათუმში მზიანი ამინდი იქნება. სანაპირო კურორტებზე ჰაერის ტემპერატურა +26 + 28 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში კი, +24 +26 გრადუსამდე მოიმატებს.

13 სექტემბერს ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება, რაც საბანაოდ კომფორტულია.

 

 

ფოტო: მანუჩარ გურგენიძე