პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

11 სექ 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული მოსამართლეობის 20 კანდიდატის სია საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა. პარლამენტში კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა დღეს იგეგმება.

კვოტების გადანაწილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 18:00 საათზეა ჩანიშნული.სამუშაო ჯგუფი მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს, იურიდიული საკითხთა კომიტეტი კი, საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს. ასევე კანდიდატები დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ.