საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ბაქოში აზერბაიჯანი დიდი ანგარიშით დაამარცხა

10 სექ 2019

საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრები გასვლით შეხვედრაში ბაქოში აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის  კომპენსირებულ დროში მატჩში ანგარიში ვატო არველაძემ გახსნა. შეხვედრის 49-ე წუთზე აზერბიჯანის ახალგაზრდული გუნდის კაპიტანმა ჰაჯიევმა იუხეშა , რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები მოადანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ. ამის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეტევებს მოუმატა  და ჯერ 73-ე წუთზე არაბიძის გადაცემის შემდეგ გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა , შემდეგ კი 84-ე წუთზე კაპიტანმა გიორგი არაბიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

შემდეგ შეხვედრას გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი 11 ოქტომბერს გასვლით შეხვედრაში ჯგუფის ფავორიტ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.