შეზღუდული მოძრაობა და საცობები ბათუმის ქუჩებში 

09 სექ 2019

ქუჩა, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ცალმხრივად ისედაც ჩაკეტილი იყო, დღეს მოქალაქეებს ორივე ზოლში გადაკეტილი დახვდათ. საქმე ეხება ტბელ აბუსერიძის ქუჩას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სამოძრაო ადგილია ქალაქისთვის.

ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო - ასეთია ბათუმის მერის პასუხი.  ცნობისთვის, შეზღუდვა სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება და კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება. შემდეგ კი სხვა ქუჩები ჩაიკეტება.