ამ დროისთვის ისევ ვაკანტურია 203 მასწავლებლის ადგილი

09 სექ 2019

ერთ კვირაში სკოლებში სასწავლო წელი იწყება, თუმცა ამ დროისთვის ისევ ვაკანტურია 203 მასწავლებლის ადგილი. სკოლაში მისულების ნაწილს სასწავლებელში შესაძლოა არ დახვდეს პედაგოგი, თუმცა პირველკლასელებს მაგიდებზე დახვდებათ იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა“.

 სიახლეებს შორისაა მეშვიდეკლასელების განრიგში საგანი “მოქალაქეობის“ დამატება. გეგმაში კი პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდაა.