განრიდებული ემზარ კვიციანი და აქცია ცხვრებით პარლამენტთან

08 სექ 2019

ცხვრები პარლამენტთან, შეძახილები „რუსეთის მონა“  და დეპუტატის უშვერი სიტყვები. - პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის, შეხლა-შემოხლა მოხდა.

აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა  შეკრებილებს რამდენჯერმე ხელი დაარტყა.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.