ტბელ აბუსერიძის ქუჩა ერთი თვის განმავლობაში  გადაიკეტება

07 სექ 2019

ბათუმის მერიის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ტბელ აბუსერიძის ქუჩა გრიბოედოვისა და ლორიას ქუჩების კვეთასთან ერთი თვით გადაიკეტება. 

მოძრაობა ალტერნატიული ქუჩებითაა შესაძლებელი. ბათუმის მერიაში ამბობენ,რომ გზა, მიმდინარე საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების მშენებლობის გამო გადაიკეტა