07 სექ 2019
ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას მიმართა შეიმუშავონ ერთობლივი პოზიცია ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
ე.წ. დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ევროკავშირი, რომელიც დამკვირვებელთა მისიით არის წარმოდგენილი მოლაპარაკებათა პროცესში, უარს აცხადებს აღებული ვალდებულებების შესრულებაზე იმ გარანტიათა უზრუნველყოფის საკითხში, რომელიც ძალის გამოუყენებლობის პრინციპს უკავშირდება.