"გირჩი" ირაკლი ღარიბაშვილს - "თუ მართლა აპირებს ახალგზარდები მონებად აქციო, ასავალ დასავალში გახვეულს დაგტოვებთ სამინისტროს სადარბაზოში"

05 სექ 2019

"ბიბლიურ თავისუფლებასთან" დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ზურა ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. 

პოსტს "გირჩი" ავრცელებს -  "8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.  ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან" - წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება, ერთ-ერთ პირველ და მთავარ საზრუნავად დაასახელა.   ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო გაწვევის სფეროში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს კატასტროფა და ტრაგედია, ხოლო "გირჩს"  სექტა უწოდა.