ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ბათუმში მასტერ კლასებს ჩაატარებს

05 სექ 2019

ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ჩამოვიდა. მას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. ცნობილი  მუსიკოსი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს.

ბათუმის დრამატულ თეატრში 9-სექტემბერს დაგეგმილია ლექცია-სემინარი თემაზე „მუსიკის გავლენა განათლებაზე“.