"სასამართლოში არსებული კლანი სიმსივნეა " - პროტესტის ფონზე  დამტკიცებული მოსამართლეობის კანდიდატები  

04 სექ 2019

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტი მხარს დაუჭერს. სია საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში შევა.

ცნობილია არამოსამართლე წევრების პოზიცია - ისინი თვეებია აცხადებენ, რომ კლანური მმართველობა გრძელდება და კანდიდატებიდან არცერთი არ იმსახურებს უვადო მოსამართლეობას.