04 სექ 2019
კურორტ გომის მთაზე უკანონოდ დაწყებულ მშენებლობაზე და უკანონოდ გაცემულ ნებართვებზე საუბრობს ბახმაროს და გომის მთის განვითარების ხელშეწყობის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასოციაციის თავმჯდომარე.
არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ აქ ქაოტური მშენებლობები ყოველდღიურად მიმდინარეობს და კურორტი წლებია ხელისუფლებისაგან უპატრონოდაა მიტოვებული.
ოზურგეთის მერიაში კი განმარტავენ, რომ უწყებას მშენებლობების ნებართვა არ გაუცია და პრობლემას იცნობენ. მათ მოამზადეს კურორტის განაშენიანების გენ გეგმა და მშენებლობების მეპატრონეები გააფრთხილეს.