საპროტესტო აქციები გიორგი გახარიას წინააღმდეგ კვლავ აქტუალურია

04 სექ 2019

საპროტესტო აქციები გიორგი გახარიას წინააღმდეგ კვლავ აქტუალურია. პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის  წარდგენას მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები აპროტესტებენ. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებენ.  

საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის 8 სექტემბერს პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის კენჭის ყრის პროცესიც.