დილიდან ხმაურია საქართველოს პარლამენტთან

03 სექ 2019

დილიდან ხმაურია საქართველოს პარლამენტთან. მას შემდეგ რაც უმრავლესობის სხდომა დასრულდა და დეპუტატებმა პარლამენტში გადაინაცვლეს, შენობასთან „სირცხვილიას“ ორგანიზატორები, მოქალაქეები და ოპოზიციონერები დახვდნენ.

აქტივისტები შენობაში არ შეუშვეს. ხმაური დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა „მთავარის“ რეპორტიორიც. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.