უამინდობა ხვალამდე გაგრძელდება

31 აგვ 2016

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურში აცხადებენ, რომ ღამით დასაშვებ ნორმაზე მეტი ნალექი მოვიდა. დღეს შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით.