ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან 2 დღით ე.წ საზღვარს კეტავს

04 სექ 2019

დეფაქტო სამხრეთ ოსეთი  დღეს, 4 სექტემბერს 20:00 საათიდან საქართველოსთან  ე.წ საზღვარს კეტავს - ამის შესახებ, დეფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი. საოკუპაციო საზღვარი 2 დღით ჩაიკეტება.

სოციალურ ქსელში, ე.წ. კომიტეტში განმარტავენ, რომ მიმოსვლის შეზღუდვა ცოდნის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდება და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში 6 სექტემბერს, 06:00 საათზე განახლდება.