მართველი პარტია დღეს პრემიერის ვინაობას დაასახელებს

03 სექ 2019

დღეს, 9 საათზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.  დღეს უნდა დასახელდეს პრემიერ მინისტრის კანდიდატურაც. 

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.