ექსპრემიერი ბახტაძე გადადგა თუ გადააყენეს?  

02 სექ 2019

რამდენიმე საათში გავიგებთ ვინ იქნება ახალი კანდიდატი, რამდენიმე საათის წინ კი ფეისბუქით გავიგეთ, რომ მამუკა ბახტაძე გადადგა. ყოფილმა პრემიერმა რამდენიმეგვერდიანი ანგარიში ჯერ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი 2 საათის განმავლობაში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდ დარჩა - რატომ გადადგა ბახტაძე? ის რაც ვიცით შემდეგია - იგი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გამოეთიშება და მისივე თქმით არცერთ თანამდებობაზე არ დაინიშნება.