შუახევში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა 

02 სექ 2019

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შუახევში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. შუბნის თემში ამ დრომდე მძიმე ტექნიკა მუშაობს. 

წუმპოს მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ, სოფლის შიდა და შუახევი-შუბნის საავტომობილო გზის ყურთისონის მონაკვეთი ჩაკეტა. მეწყერი ჩამოწვა ერდვათშიც.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

კობალთაში სეტყვამ სასოფლო სამეურნეო სავარგულებიც დააზიანა.