პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების საგანგაშო შედეგები

30 აგვ 2016

ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტოები  წერენ, რომ   მასწავლებეთა გამოცდაზე დაახლოებით 80 პროცენტი ჩაიჭრა. 17 ათას 137 აპლიკანტიდან გამოცდა 3 464-მა ვერ ჩააბარა.  მათ შორის არიან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები. განათლების მინისტრი  ხარვეზს საგამოცდო სისტემაში ხედავს. შესაძლოა, ეს შედეგები გამოცდების მოდელის ცვლილებების საფუძველი გახდეს. მესამე სექტორი  ხელისუფლებისგან რადიკალურ ნაბიჯებს ელოდება.