ტრაილერი მოპედს შეეჯახა - დაშავებული 14 წლის ბიჭი საავადმყოფოში რჩება 

01 სექ 2019

ანგისის დასახლებაში  ტრაილერი მოპედს შეეჯახა, რომელსაც 14 წლის ბიჭი მართავდა. დაშავებული მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო  რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის  წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.