ანგისის დასახლებაში  ტრაილერი მოპედს შეეჯახა, დაშავებული 14 წლის ბიჭია

31 აგვ 2019

რამდენიმე წუთის წინ  ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოსთან ავარია მოხდა.  ტრაილერი მოპედს შეეჯახა.  დაშავებულია მოპედის მძღოლი, 14 წლის ბიჭი. იგი  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო  რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის  წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.