ფიზიკური დაპირისპირება პუშკინის ქუჩაზე და 4 დაკავებული

31 აგვ 2019

პუშკინის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

თვითლმხილველების ინფორმაციით  ქუჩაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა კაცების ყვირილი. მალევე ტერიტორიაზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ. ადგილობრივთა ინფორმაციით ადგილზე პოლიციის 5 ეკიპაჟი და სპეცრაზმი იმყოფებოდა.  მათივე თქმით, ინცინდენტის გამო პუშკინის ქუჩა რამდნეიმე წუთით გადაიკეთა კიდეც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ  ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებას. უწყების ინფრომაციით, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით კი 4 პირი დააკავეს.

ინფორმაცია პირველად ტვ 25-მა გაავრცელა.