ოპოზიციის განცხადება ჟილინის არხის სამუშაოებზე

30 აგვ 2016

“ნაციონალური მოძრაობა” ჟილინის არხის რეაბილიტაციის გაჭიანურებულ სამუშაოებზე საუბრობს. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გია აბულაძის განცხადებით, მერიამ გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “მშენებელი 80”-თან 6 მილიონიან პროექტზე  ხელშეკრულება გააფორმა, მოგვიანებით კი 65 ათასი ლარის სამუშაოებზე გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, აღნიშნული სამუშაოები კი ისე ჩაიბარა, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით სამუშაოების მოცულობა დადგენილი არ იყო.