27 აგვ 2019
ბათუმში, რევაზ თაბუკაშილის ქუჩაზე დაგებული ასფალტის დახაზვას და საგზაო ნიშნების დაყენებას მოქალაქეები უშედეგოდ ითხოვენ. მოქალაქე გივი ცინარიძემ, მას შემდეგ რაც მერიაში მცდელობების მიუხედავად სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მაუწყებელს მიმართა.
მისი თქმით ქუჩის რეაბილიტაცია მერიას სამი თვის წინ უნდა დაესრულებინა, შესაბამისად გზის სავალი ნაწილი უნდა დაეხაზათ, დაემონტაჟებინათ მწოლიარე პოლიციელები, ქვეითად გადასასვლელები და სიჩქარის განმსაზღვრელი ნიშნები.
"მერიაში მისულს მითხრეს, რომ ახლა მაგის დრო არაა, მოვა დრო და დალაგდება ყველაფერიო. გუშინ მანქანამ ძაღლი გაიტანა, მანქანები ისე სწრაფად მოძრაობენ რამდენიმე დღის წინ ქუჩაზე ძლივს გადავასწარი" - წერს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრები გივი ცინარიძე.