ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა

26 აგვ 2019

დაშავებული  165 და დაღუპული 5 ადამიანი, ეს  მხოლოდ სამი თვის საგანგაშო მონაცემია.  აპრილიდან ივლისამდე აჭარაში 112 ავტოავარიაა რეგისტრირებული, სამწუხაროდ ეს მონაცემები აგვისტოში გაზრდილია.

საგზაო მოძრაობის კუთხით მოქალაქეების ინფორმირებულობა რომ დაბალია, ამას მძღოლები და ქვეითები ერთხმად აღიარებენ.