ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია 

26 აგვ 2019

ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს დღეს ბაგრატ ნინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი გამოეთიშა. შეჯიბრება 25 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 1 ოქროს მედალია.  60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი  ლუხუმ ჩხვიმიანი  გახდა.

26 წლის ქართველმა   რთული ბრძოლები მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ჩხვიმიანმა უზბეკი  შარაფუდინ ლუტფილაევი  იპონით დაამარცხა.  ჩხვიმიანი საქართველოს ისტორიაში ძიუდოში მე-8 მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.