ცხინვალის  დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს კეტავს

25 აგვ 2019

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან „საზღვრის“ რამდენიმე დღით კეტავს.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დღეს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება და გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე განახლდება.