შერეულ ორთაბრძოლებში ქართველმა სპორტსმენებმა 9 გამარჯვება მოიპოვეს

25 აგვ 2019

შერეულ ორთაბრძოლებში ერთმანეთს პირველობისთვის, საქართველოსა და ირანის ნაკრები შეეჯიბრა. 11 შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენებმა 9 გამარჯვება მოიპოვეს.  

სპორტის ამ სახეობაში ტურნირი  ბათუმში, პირველად ჩატარდა. შეჯიბრება  საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.