2014 წლის შემდეგ, პირველად საქართველოს სახელით მოასპარეზე ქალი ჩოგბურთელი სლემის ძირითად ბადეში ითამაშებს 

24 აგვ 2019

2014 წლის შემდეგ, პირველად საქართველოს სახელით მოასპარეზე ქალი ჩოგბურთელი სლემის ძირითად ბადეში ითამაშებს. 
21 წლის მარიამ ბოლქვაძემ ფინალური საკვალიფიკაციო მატჩიც მოიგო, მან ჩინელი შილინ ქსუ სამ სეტში  ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4. დაამარცხა.

მატჩი 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და მარიამს მეორე სეტში ექიმის დახმარებაც დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ქართველი ჩოგბურთელის სასარგებლოდ დასრულდა.

ორშაბათიდან ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში სამი ქართველი ითამაშებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაჟებში, მარიამ ბოლქვაძე ქალებში და ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა წყვილებში.