ბათუმში, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის 90 პროცენტს გაზის მიწოდება აღუდგა

23 აგვ 2019

ბათუმში, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის 90 პროცენტს გაზის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოები კი დღის ბოლომდე დასრულდება - ამბობენ „სოკარ ჯოჯრია გაზში“ .

დილით, მელიქიშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთასთან, გაზის მილი იმ დროს დაზიანდა, როცა შპს „პისიმაქსს“ მიწისქვეშა კომუნიკაცია გაჰყავდა.  შედეგად გაზის გარეშე 3000-მდე აბობენტი დარჩა.

შპს პისიმაქსში, ამბობენ, რომ მილის დაზიანება ''სოკარ ჯორჯია გაზის'' არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. ბრალდება „სოკარ ჯორჯია გაზში“ უპასუხოდ დატოვეს.