ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა განახლდა

23 აგვ 2019

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა განახლდა.  დღეს, სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებებს განიხილავს, მოუსმენენ ბრალდების მოწმეებს.

ქალაქის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და კიდევ 6 მაღალჩინოსანს გამოძიება იაფი სახლის საქმეზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება, რის გამოც გამოძიების ინფორმაციით,  თვითმმართველობამ მილიონ ლარზე მეტით იზარალა.